menu-iconlogo
huatong
huatong
Liedtext
Aufnahmen
ჩემი აღარა ხარ მორჩა

მწამდი უპირველეს ყოვლის

მთებზე თეთრი თოვლი მოსჩანს

შეურაცხყოფილი თოვლი.

ფოთლებს დაუბერავს ქარი,

მთებზე თეთრი თოვლი დნება,

სადაც სიყვარული არის

იქვე სიძულვილი ჩნდება.

თოვს, რანაირად თოვს

დროს, სევდა მიაქვს დროს,

თოვს, რა ლამაზად თოვს

დროს, სევდა მიაქვს დროს,

სევდა მიაქვს დროს,

სევდა მიაქვს დროს,

სევდა მიაქვს დროს.

შენი მშვენიერი სევდა,

გულში შევინახე მარად,

თუმცა არა ჩანხარ, ვხედავ,

ცრემლი როგორ დაგდის ღვარად.

რა ვქნა განშორების ხანძარს

ახლავს ერთგულება ძებნის

როგორ ამიბნიე თავგზა,

როგორ ამირიე გზები.

თოვს, რანაირად თოვს

დროს, სევდა მიაქვს დროს,

თოვს, რა ლამაზად თოვს

დროს, სევდა მიაქვს დროს,

სევდა მიაქვს დროს,

სევდა მიაქვს დროს,

სევდა მიაქვს დროს.

********სოლო*******

თოვს, რანაირად თოვს

სევდა მიაქვს დროს,

სევდა მიაქვს დროს,

სევდა მიაქვს დროს.

Mehr von მამუკა ჩარკვიანი

Alle sehenlogo