საყვარლის საფლავს ვეძებდი
ვერ ვნახე დაკარგულიყო
გულამოსკვნილი ვტიროდი
სადა ხარ ჩემო სულიკო
გულამოსკვნილი ვტიროდი
სადა ხარ ჩემო სულიკო
ეკალში ვარდი შევნიშნე
ობლად რომ ამოსულიყო
გულისფანცქალით ვკითხავდი
შენ ხომ არა ხარ სულიკო
გულისფანცქალით ვკითხავდი
შენ ხომ არა ხარ სულიკო
შეიფრთხიალა მგოსანმა
ყვავილს ნისკარტი შეახო
ჩაიკვნეს ჩაიჭიკჭიკა
თითქოს თქვა დიახ დიახო
ჩაიკვნეს ჩაიჭიკჭიკა
თითქოს თქვა დიახ დიახო