როგორ უნდა გაუფრთხილდე დროს
როცა წლები მიაქვს წუთებს
როგორ უნდა მოვერიო დარდს
მასწავლე მასწავლე
ვიცი მხოლოდ ჩემი თავის ვიცი
როგორ უნდა მოვერიო სევდას
სიყვარულის მეც დავკარგე ხიბლი
მაგრამ მაინც ვერ შემცვალა ბედმა
ამბობენ აღარახარ მშვიდი
როგორ უნდა უპასუხო ყველას
ეს ცხოვრება მიგვაქროლებს მიდის
ჩემში მაინც გაიმარჯვა რწმენამ
როგორ უნდა გაუფრთხილდე დროს
როცა წლები მიაქვს წუთებს
როგორ უნდა მოვერიო დარდს
მასწავლე მასწავლე
მასწავლე როგორ უნდა გაუფრთხილდე დროს
როგორ მოვერიო ამ ცხოვრების როლს
რთულია ვიცი ეს ლაბირინთები
თავს რომ გვახვევია ამდენი ფიქრები
მე ვერ დავივიწყებ შენსადმი ემოციას
ვერ ვივიწყებ იმ პირველ მელოდიას
რამხელა გრძნობაა რამხელა მინორია
რამხელა სევდაა ეს მთელი ისტორია
როგორ უნდა გაუფრთხილდე დროს
როცა წლები მიაქვს წუთებს
როგორ უნდა მოვერიო დარდს
მასწავლე მასწავლე
******სოლო******
როგორ უნდა გაუფრთხილდე დროს
როცა წლები მიაქვს წუთებს
როგორ უნდა მოვერიო დარდს
მასწავლე მასწავლე