შენი ლურჯ მთების ტრფიალა
ვაი რომ დარდით დავალ მე,
ძალიან მომნატრებიხარ
ცხრამთას იქით რომ დავალ მე.
ძალიან მომნატრებიხარ
ცხრამთას იქით რომ დავალ მე.
საქებარს გეტყვი მაგრამ რა
შემოგპარვია ჭაღარა,
ყველამ დაგტოვოს იცოდე
მე დამიგულე წამლადა.
ყველამ დაგტოვოს იცოდე
მე დამიგულე წამლადა.
ტყე-ველი, წყარო-მდინარე
შენს გულზე ჩამომდინარე,
შენ ჩემო ტკბილო იორო,
მოვკვდე თუ გნახო მძინარე.
შენ ჩემო ტკბილო იორო,
მოვკვდე თუ გნახო მძინარე. By Lata