შენს მცნებასა და ნათელს სიყვარულს
უხილავ წუთებს კვლავ შენდობა სურს
ვარ მონდობილი და ვევედრები
რამეთუ სული გვმართებს ღმერთების
ო ნურასოდეს განმირისხდები
არ გთხოვ სიცოცხლეს, მკვდარი მიხსენი
ო ნურასოდეს განმეშორები...
და მომიჩრდილე მწვანე რტოები
და მომიჩრდილე მწვანე რტოები
********
სიყვარულისთვის თუ ვარ დევნილი
სასუფეველი მომეც ცრემლივით
თუ არ მიხედე მონათ ვედრებას
ჩაქრება სული და გამტვერდება
ო ნურასოდეს განმირისხდები
არ გთხოვ სიცოცხლეს, მკვდარი მიხსენი
ო ნურასოდეს განმეშორები...
და მომიჩრდილე მწვანე რტოები
და მომიჩრდილე მწვანე რტოები
****************
********************
ო ნურასოდეს განმირისხდები
არ გთხოვ სიცოცხლეს, მკვდარი მიხსენი
ო ნურასოდეს განმეშორები...
და მომიჩრდილე მწვანე რტოები
და მომიჩრდილე მწვანე რტოები
და მომიჩრდილე მწვანე რტოები...
***Mad*J***