ჩამჭიდე ხელი მჭირდები ჩემო
არაფერს ველი უბრალოდ გჩემობ
ცხოვრება ჩემი ამ სიყვარულად ღირდა
რა ვქნა თუ ბევრი გავიდა წელი
რა ვქნა თუ ისევ არა ხარ ჩემი
ჩამჭიდე ხელი შენთან მინდა
*******
რა ვქნა თუ ბევრი გავიდა წელი
რა ვქნა თუ ისევ არა ხარ ჩემი
ჩამჭიდე ხელი შენთან მინდა
********
ცხოვრება ყვება ათასგვარ ამბავს
თუმცა კი ჩვენსას არა და არ ჰგავს
ცხოვრება ჩვენი ამ სიყვარულად ღირდა
მინდა რომ ჩუმად რაღაცა გითხრა
მიყვარხარ ბავშვივით წმინდა
ჩამჭიდე ხელი შენთან მინდა
მინდა რომ ჩუმად რაღაცა გითხრა
მიყვარხარ ბავშვივით წმინდა
ჩამჭიდე ხელი შენთან მინდა
ტრიალებს ბედის ბორბალი ასე და ისე ტრიალებს
ვერ მოვერიე გრძნობა ავსებულ ფიალებს
მითხარი კარგო რომ ჯერ არ დავატვიანე
ბედის ბორბალი ასე და ისე ტრიალებს
ვერ მოვერიე გრძნობა ავსებულ ფიალებს
მითხარი რომ არ დავაგვიანე
ჩამჭიდე ხელი მჭირდები ჩემო
არაფერს ველი უბრალოდ გჩემობ
ცხოვრება ჩემი ამ სიყვარულად ღირდა
რა ვქნა რომ ბევრი გავიდა წელი
რა ვქნა რომ ისევ არა ხარ ჩემი
ჩამჭიდე ხელი შენთან მინდა
რა ვქნა რომ ბევრი გავიდა წელი
რა ვქნა რომ ისევ არა ხარ ჩემი
ჩამჭიდე ხელი შენთან მინდა
ტრიალებს ბედის ბორბალი ასე და ისე ტრიალებს
ვერ მოვერიე გრძნობა ავსებულ ფიალებს
მითხარი კარგო რომ ჯერ არ დავაგვიანე
ბედის ბორბალი ასე და ისე ტრიალებს
ვერ მოვერიე გრძნობა ავსებულ ფიალებს
მითხარი რომ არ დავაგვიანე