დაღლილია მთვარე ფიქრებში დავიღალე
მითხარი რამე მითხარი რამე
ამ დაღლილ ღამეს ფიქრებში ნათევს
მიმღერებ რამეს გიმღერებ რამეს
ამოვა მზე შენი სხივებით გამათბე
უშენოდ დღე არ დაღამდეს
ამ ოცნებებს სადღაც ფიქრებში დავამსხვრევ
უშენობას ნუ შემაჩვევ
ჩემშია სევდა გული უშენოდ ცემს
ყოველი წამი როგორც სამყარო ძგერს
დაღლილია მთვარე ჩემთვის დაიბადე
მითხარი რამე მითხარი რამე
ამოვა მზე შენი სხივებით გამათბე
უშენოდ დღე არ დაღამდეს
ამ ოცნებებს სადღაც ფიქრებში დავამსხვრევ
უშენობას ნუ შემაჩვევ
აირია ნოტები დრო გადის
დაცლილია სტროფები დაღლის
უშენობა გვაშორებს გვაშორებს
როგორ მიდის წუთები დრო გადის
უშენობა მკლავს არ ღირს
ჩემი იქნები იქნები....
*********სოლო**********
ამოვა მზე შენი სხივებით გამათბე
უშენოდ დღე არ დაღამდეს
ამ ოცნებებს სადღაც ფიქრებში დავამსხვრევ
უშენობას ნუ შემაჩვევ
დაღლილია მთვარე ფიქრებში დავიღალე
მითხარი რამე მითხარი რამე