menu-iconlogo
huatong
huatong
avatar

მე შენ მოგიტან სიმშვიდეს და უცხო ყვავილებს

მამუკა ჩარკვიანიhuatong
🌠TAMUSIA🎀STAR🇬🇪🌠huatong
Lirik
Rekaman
შუაღამეა

ჩვენ ვდგავართ ხიდზე

და ჩვენ არ ვიცით

რომ ხიდზე ვდგავართ

ვიღაცა ჩუმად

და შურით გვიმზერს

ჩვენ კი ნაცრისფერ

მოაჯირს ვგავართ

წყალში გვეყრება

ჩვენ სიყვარული

ხურდა ფულივით

გვეყრება წყალში

წყალს მიაქვს მიაქვს

ჩვენი წარსული

რომელსაც ალბათ

უკვალოდ წაშლის.

მე შენ მოგიტან

სიმშვიდეს და

უცხო ყვავილებს

ოღონდ ის ბავშვი

ერთხელ ხელში ამაყვანინე

შემოგიზიდავს

ზღვის სიმღერებს

თეთრი გემები

დავრჩები შენთან

და ვერასდროს

ვერ შეგელევი.

......

ქარიშხლიანი

დაჭკნენ ვარდები

შენ როგორც სუნთქვა

ისე მჭირდები

უკანასკნელად

ნუ გაბრაზდები

ნუ გათოვდები

ნუ გაწვიმდები.

იმ ძველ სიყვარულს

ახლა ავწონი

დაცარიელდა

ბუდე მერცხლების

მოადგი ჩემსას შენი საწოლი

რომელსაც ჩემგან

თაყვანეცემის.

მე შენ მოგიტან

სიმშვიდეს და

უცხო ყვავილებს

ოღონდ ის ბავშვი

ერთხელ ხელში ამაყვანინე

შემოგიზიდავს

ზღვის სიმღერებს

თეთრი გემები

დავრჩები შენთან

და ვერასდროს

ვერ შეგელევი.

მე შენ მოგიტან

სიმშვიდეს და

უცხო ყვავილებს

ოღონდ ის ბავშვი

ერთხელ ხელში ამაყვანინე

შემოგიზიდავს

ზღვის სიმღერებს

თეთრი გემები

დავრჩები შენთან

და ვერასდროს

ვერ შეგელევი.

დავრჩები შენთან

და ვერასდროს

ვერ შეგელევი.

ვერ შეგელევი....

Selengkapnya dari მამუკა ჩარკვიანი

Lihat semualogo