მითხარი, რომ სულში ყველა ჩირაღდანი ერთიანად გადაიწვა,
იმ წვიმიან ღამეს, ის ლამაზი ქალი შენს მკლავებზე იწვა.
მითხარი, რომ მოკვდა ყველა იმედი და ყველა დაპირება,
ნუ გაწუხებს ჩემი ნაღვლიანი სახე ჩუმი ატირება
მითხარი, რომ მოკვდა ყველა იმედი და ყველა დაპირება,
ნუ გაწუხებს ჩემი ნაღვლიანი სახე
ჩუმი ატირება
მითხარი, რომ ჩემთვის აღარ დაკრეფ იასამნის რტოებს,
გეძნელება თქმა, მაგრამ ვიცი, მაინც მალე მიმატოვებ
მითხარი და წადი, დამიტოვე გულში უსაშველო დარდი,
სხვების დასანახად მე ვიქნები ისევ ამაყი და ლაღი
მითხარი და წადი დამიტოვე გულში უსაშველო დარდი
სხვების დასანახად მე ვიქნები ამაყი და ლაღი
****
****
მხოლოდ ჩამოჭკნება სულში აკაციის თეთრი შადრევნები,
შენით ოცნებას და შენით გადარევას აღარ დავნებდები.
წავალ ისევ მარტო, და დამრჩება მხოლოდ უსაშველო დარდი,
როგორ შემეშალე, ჩემს ერთადერთ იმედს რა საოცრად გავდი
წავალ ისევ მარტო და დამრჩება მხოლოდ უსაშველო დარდი,
როგორ შემეშალე, ჩემს ერთადერთ იმედს რა საოცრად გავდი