menu-iconlogo
huatong
huatong
avatar

ჩემებური წვიმა

თორღვაhuatong
pipo0987huatong
Lirik
Rekaman
დღეს ჩემი სული ხტება ფანჯრიდან,

გული ვერ ითვლის მოსულ გრიგალებს...

ან ის ვიცოდე საით გარბიხარ,

ან კი ეს ხომ არ დააგვიანე..

ჩემს ფანჯარასთან წვეთები ცეკვავს,

ფოთლები - წვიმის საბანს იფარებს...

ვერ უერთგულა დატოვა მზემაც

როგორც ოდესღაც შენ მე მიმაგდე...

ამირია ხასიათი ქარმა,

ბნელ ქუჩებში ხეტიალი მინდა...

ისევ უნდა გამაგიჟოს დარდმა,

ასეთია ჩემებური წვიმა...

ამირია ხასიათი ქარმა,

ბნელ ქუჩებში ხეტიალი მინდა...

ისევ უნდა გამაგიჟოს დარდმა,

ასეთია ჩემებური წვიმა...

ეს მთები რაღას გადანისლულან,

ან მისი ღამე თავს რას იმართლებს...

ფეხი რამდენჯერ გადამიბრუნდა-

არ მოხვედი და არ მომიარე...

ისე მიდიხარ შენც ამ ჯვარცმიდან,

როგორც ოდესღაც ძალათ პილატე,

ამ სიყვარულით მაღლა ავდივარ

და გოლგოთაზე ამ ჯვარს მივათრევ...

ამირია ხასიათი ქარმა,

ბნელ ქუჩებში ხეტიალი მინდა...

ისევ უნდა გამაგიჟოს დარდმა,

ასეთია ჩემებური წვიმა...

ამირია ხასიათი ქარმა,

ბნელ ქუჩებში ხეტიალი მინდა...

ისევ უნდა გამაგიჟოს დარდმა,

ასეთია ჩემებური წვიმა...

ასეთია ჩემებური წვიმა...

ასეთია ჩემს ფანჯრებთან წვიმა...

Selengkapnya dari თორღვა

Lihat semualogo