ვხედავ გიხმობენ ყვავილები
მოციქული გაზაფხულისა
გამოდი სახლში დაიღლები
ნეტავი რამ გაგაგულისა
რადა ხარ ასე უკარება
რად გიყვარს მოყვასის ზიანი
გამოდი გამოდი გამოდი
გამოდი დარია მზიანი
შენ გელი დარში და ავდარში
შენ გელი სუსხიან ზამთარში
შენ გეძებს მზე შენთვის ამოდის
გამოდი გამოდი
ცას შენი თვალების ფერი აქვს
შენ ჩემო ცისთვალა ფერია
რადა მკლავ ლოდინით რა მოგდის
გამოდი გამოდი
****
შენ გელი დარში და ავდარში
შენ გელი სუსხიან ზამთარში
შენ გეძებ მზე შენთვის ამოდის
გამოდი გამოდი
ცას შენი თვალების ფერი აქვს
შენ ჩემო უფრთებო ფერია
რადა მკლავ ლოდინით რა მოგდის
გამოდი გამოდი