menu-iconlogo
huatong
huatong
가사
기록
Ჩემი ოცნების ცაზე დაფრინავ

Გალობ და ჩემი მთები გისმენენ

Მე ვარ ის ქუჩა შენ, რომ დადიხარ

Მე ვარ ის ბაღი შენ, რომ ისვენებ

Მე ვარ უბრალოდ შენი სიზმარი

Და შენი ძილის დარაჯად ვდგევარ

Შენ რომ გაღვიძებს მე ვარ ის ქარი

Წყურვილს რომ გიკლავს ის წყარო მე ვარ

Სად საით წასულა სად

Ის Დღენი სიყვარულისა

Სად საით წასულა სად

Დღენი ჩვენი სიყვარულისა

Შეხედე წლები ისე მიჰქრიან

Რომ ჩემი ცნობა ძალზედ ძნელია

Თოვლი რომ გათოვს ჩემი ფიქრია

Წვიმა რომ გაწვიმს ჩემი ცრემლია

Ცაზე მოღამდა და იღრუბლება

Სხვა რომ ინდომო თვალი დამემსოს

Ხელი მოგხვიო მომეც უფლება

Მოგეფერო და მოგეალერსო

Სად საით წასულან სად

Ის Დღენი სიყვარულისა

Სად საით წასულა სად

Დღენი ჩვენი სიყვარულისა

ალექსანდრე ბასილაია/თემურ წიკლაური의 다른 작품

모두 보기logo