menu-iconlogo
huatong
huatong
avatar

ამოდენა მდინარე

ქართული - 33აhuatong
ბიჭია123huatong
가사
기록
კიდევაც ვნახავ ცა სჭექდეს,

თოვლის წილ წვიმა ცვიოდეს,

ანოყივრებდეს მიწასა,

მდინარეები ხვიოდეს.

აღარვინ იტანჯებოდეს,

აღარცა ვისა შიოდეს,

სიმართლის გამარჯვებასა

მთაზე არწივი ყიოდეს.

...ამოდენა მდინარე

როგორ გადმოიარე?

შენი ნახვა მინდოდა,

აღარ დავიგვიანე..

დაბეროს სიცოცხლის სიომ

მომაკვდავ არემარესა,

გაუათასდეს სიცოცხლე

ცაზე მზესა და მთვარესა.

უხვადა ძღვნიდენ წყალობას

ამ ჩვენს დაჩაგრულ მხარესა,

ჩვენც მსხვერპლნი ძალმომრეობის

ცრემლს აღარ ვღვრიდეთ მწარესა.

ჩიტების ტკბილი გალობა

ისმოდეს ყველა მხარესა.

ქართული - 33ა의 다른 작품

모두 보기logo