სამ დღეს ვიყავ სიზმარეთში
არც გავცვლიდი თითო დღეში
მომეგება თბილი,ტკბილი
ხიბლით სავსე იმერეთი
ამომიჯდა ლამის გული
ვინ მიგიშვა წასვლად გზამდე
მესხმებოდა ფრთები თითქოს
უცებ ასჯერ გავიზარდე.
და დავდივარ მოხიბლული
რა გჭირდება განა მეტი
გულნათელი, შუქნათელი,
დიდებული,იმერეთი.
ახლაც მესმის ახლობლისთვის
მოფერება თქმული მათი
დედა რავა გაზრდილათი,
რავა დამშვენებულათი.
ამომიჯდა ლამის გული
ვინ მიგიშვა წასვლად გზამდე
მესხმებოდა ფრთები თითქოს
უცებ ასჯერ გავიზარდე.
და დავდივარ მოხიბლული
რა გჭირდება განა მეტი
გულნათელი, შუქნათელი
დიდებული იმერეთი.
და დავდივარ მოხიბლული
რა გჭირდება განა მეტი
გულნათელი, შუქნათელი
დიდებული იმერეთი.