ეგრე ცივად რად მიყურებ მთვარეო გულცივო ლამაზო
სიღარიბემ მწუხარებით ამავსო ხედავ გულს ლახვარი დამადო
გზები მაინც გამინათე მთვარეო ამარიდე კაცის ბოროტ თვალს
რა ვქნა მეც ერთ კეთილ ცოდვას ჩავიდენ
შემომხედე რა ალი მწვავს
ცივი ხარ და ხომ უყურებ ვერ აშრობ ცრემლიან გუბესა
განზე გადექ მოეფარა ღრუბელსა
ღალატს ნუ ჩაიდებ უბესა
განზე გადექ ნურც ნურაფერს ნუ მკითხავ
სიკეთისთვის რად ჩავდივარ ავს
და თუ ღმერთი ცოდვას მაინც მომკითხავს
არ დავეძებ ჩემ საკუთარ თავს
---------
და თუ ღმერთი ცოდვას მაინც მომკითხავს
არ დავეძებ ჩემ საკუთარ თავს
----sofi----