menu-iconlogo
huatong
huatong
Lirik
Rakaman
მე უკვე ვიცი რომ ხარ ზღაპრი

რა არ მიამბეს ცისკრის ზარებმა

სადაც გაივლი შენი გზა-კვალი

ნუშების თოვლით დაიფარება

მე უნდა გძებნო მე უნდა გპოვო

თუნდ წინ აღმიდგეს მთელი საწუთრო

როგორმე უნდა დაგიმარტოვო

როგორმე უნდა დაგისაკუთრო

ციდან შენთვის დავეშვი

შენთვის უნდა ვხარობდე

რომ შენს ბაღჩა-ბაღებში

წყაროდ მოვწანწკალებდე

დავშრე როცა გაგცვალო

არ მოვითხოვ დანდობას

უნდა შენ განაცვალო

ჩემი ახალგაზრდობა

მოვდივარ სტვენით შემკრთალი შველი

და ბალახივით მომაქვს ლექსები

რწმენა მაქვს შენი ნდობა მაქვს შენი

გულში გიკრავ და გეალერსები

შენ რომ არ იყვე წვა არ იქნება

შენ რომ არ მყავდე ხსნა არ იქნება

და სული ჩემი სიმღერასავით

გულიდან სულში არ გადიღვრება

ციდან შენთვის დავეშვი

შენთვის უნდა ვხარობდე

რომ შენს ბაღჩა-ბაღებში

წყაროდ მოვწანწკალებდე

დავშრე როცა გაგცვალო

არ მოვითხოვ დანდობას

უნდა შენ განაცვალო

ჩემი ახალგაზრდობა

******სოლო*******

უნდა შენ განაცვალო

ჩემი ახალგაზრდობა

Lebih Daripada ნუკრი კაპანაძე/მერაბ სეფაშვილი

Lihat semualogo