menu-iconlogo
huatong
huatong
avatar

მშვიდობით

დუეტი ჯორჯიაhuatong
abdulmotaleb9900huatong
Letra
Gravações
სევდა ისევ ჩუმად მოდის ცრემლით ტირის ცა,

ვეღარ უძლებს გული ლოდინს

და ჩაფერფლილ წამს.

გულის კარი დაგრჩა ღია

დღეს ფიქრებით თოვს,

უკვე მოგონება გქვია შენ წასულხარ შორს.

დრო უეცრად გასულია, ყველაფერი წარსულია,

და შენ ვეღარ შემოაღებ კარს...

დრომ გაჩუქა ერთი წუთი,

შენც ჭაღარას გადაურჩი,

მე ასეთი უკვდავების მწამს.

ღიმილი კარდაკარ არიგე,

ოცნება ზეცაში წაიღე,

ამ ტკივილს ქვეყანა გაიგებს,

იცოდე ამ სიტყვებს ცრემლებად დაგიფენ.

ზეცაში ღიმილით გხვდებიან,

სიცოცხლე იმედის ფერია,

მშვიდობით აქ აღარ გელიან,

შენს გზებზე ვინც ივლის ეს ჩვენი გედია...

ვიცი მოხვალ ჩვენთვის იად გააჩერებ დროს,

ეს ტკივილი ქარებს მიაქვს

და აპრილშიც თოვს,

ჩვენს სულს ისევ ტკივილიანს

შენზე ფიქრი მოერია

და ცრემლები გაიფანტა შორს

ჩუმი სევდა არ გაკლია მიწა თბილი საბანია

საქართველო დაგვილოცე გთხოვ.

ღიმილი კარდაკარ არიგე,

ოცნება ზეცაში წაიღე,

ამ ტკივილს ქვეყანა გაიგებს,

იცოდე ამ სიტყვებს ცრემლებად დაგიფენ...

ზეცაში ღიმილით გხვდებიან,

სიცოცხლე იმედის ფერია,

მშვიდობით აქ აღარ გელიან,

შენს გზებზე ვინც ივლის ეს ჩვენი გედია.

?

მშვიდობით აქ აღარ გელიან

შენს გზებზე ვინც ივლის ეს ჩვენი გედია

BY-G.N

Mais de დუეტი ჯორჯია

Ver todaslogo