menu-iconlogo
huatong
huatong
avatar

მწყემსის მუქარა (By Tamta)

თორღვაhuatong
fireee🔥huatong
Тексты
Записи
დამაცადე ნატყვიარში

დავიფინო ბალახი,

კვლავ ვიხილო მთები ქარში

ჩემგან გადანალახი.

გაგიტაცო ლურჯა მალი

მიგვაფრენდეს მალვითა,

მოჰკიოდეს შენი ქმარი

ასი მეომარითა.

ასსა ვკრავ და ასს მივაწვენ,

სისხლს გავუშვრებ ღვარადა,

ჩემს მეგობარ ხეს მივაღწევ

ტოტს ვიფარებ ფარადა.

ჩემს მეგობარ ხეს მივაღწევ

ტოტს ვიფარებ ფარადა.

ბაგე მალო ვერ დამალავ

კოცნას მაინც დავამჩნევ,

ერთი წუთით შენს შავ დალალს

ბალახებში დავაფენ,

მერე მომწვდნენ მერე მნახონ

აღარ მედარდებოდეს

გადამკრან და გადამჩეხონ

ხმალი მიწას სწვდებოდეს.

გადამკრან და გადამჩეხონ

ხმალი მიწას სწვდებოდეს.

ბევჯერ ვლესე შავი დანა

ბრაზით და გახელებით,

სისხლმა ბევრჯერ გადანამა

ჩემი თეთრი ხელები,

უფრო ბევრჯერ ღიმის ჩენით,

ვზიდე გულის ტკივილი,

ახლაც ახსოვს ღამეს ჩემი

არწივული ყივილი.

და სიკვდილმა ჩემთან ახლოს

ბევრის თვალი მოფისა,

მთებსაც ახსოვს, ქარსაც ახსოვს

ეხო ჩემი თოფისა.

მთებსაც ახსოვს, ქარსაც ახსოვს

ეხო ჩემი თოფისა.

დამაცადე შავ ღამეში,

დაგილეწო კარები,

მოვიხვიო შენი ეშხი

შენი შმაგი მკლავები.

მერე მომწვდნენ მერე მნახონ

აღარ მედარდებოდეს,

გადამკრან და გადამჩეხონ

ხმალი მიწას სწვდებოდეს.

გადამკრან და გადამჩეხონ

ხმალი მიწას სწვდებოდეს.

....................

ბაგე მალო ვერ დამალავ

კოცნას მაინც დავამჩნევ

ერთი წუთით შენს შავ დალალს

ბალახებში დავაფენ,

მერე მომწვდნენ მერე მნახონ

აღარ მედარდებოდეს

გადამკრან და გადამჩეხონ

ხმალი მიწას სწვდებოდეს.

დამაცადე შავ ღამეში

დაგილეწო კარები,

მოვიხვიო შენი ეშხი

შენი შმაგი მკლავები.

მერე მნახონ მერე მომწვდნენ

აღარ მედარდებოდეს

გადამკრან და გადამჩეხონ

ხმალი მიწას სწვდებოდეს.

გადამკრან და გადამჩეხონ

ხმალი მიწას სწვდებოდეს.

Еще от თორღვა

Смотреть всеlogo