menu-iconlogo
huatong
huatong
avatar

სომხური შალახო

SuperStar/ხათუნაhuatong
62189192959huatong
Şarkı Sözleri
Kayıtlar
სოლოლაკი და აბანოთუბანი

ვერცხლის და ქარვის ქუჩები

ცაზე გიშერი ზედ საფირონის მზე

შუშაბანდები ეზო დუქანი

ზურნა დუდუკი ქეიფობს უბანი

მამა დავიდზე ბრწყინავს ზურმუხტის მზე

ბაღჩა და ბაღი ავლაბარი

ეს ყურუმსაღი უბერებელი

უზომოდ ლაღი სულს დაგიამებს სუუუულს

აქ ფიროსმანი შენით თვრებოდა

აქ საიათნოვა შენს ალალ გულს ეტრფოდა

და იეთიმ გურჯიც ხომ სულ შენ გიმღეროდა შენ

ჯერ თბილისის სილამაზემ დამწვა და

მერე მისი სიყვარულით გადავრჩი

საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო

და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში

ფიროსმანი, იეთიმ გურჯი, საიათნოვა

აქ ვინც ერთხელ ჩამოვიდა ისევ მოვა

ყველა მგოსანი სულ შენ გიმღერებს შენ

მე თუ დღეს ვმღერი ყველა სიმღერა

შენია შენი და ყველა ნოტი

და ყველაფერით ვეტრფი თბილისის მზეს

და ყველაფერით ვეტრფი თბილისის მზეს

SuperStar/ხათუნა'dan Daha Fazlası

Tümünü Görlogo