შენი ჩახუტება ახლა ისე მინდა
მგონი გადავიგლეჯ მალე წყეულ მაჯებს
სისხლით ყველა კედლებს გულებს მივახატავ
ჩემი სიყვარული ყველგან უნდა დარჩეს
ჩემი ტირილია ჩემი აღსარება
ნეტა დაგანახა როგორ შეგიყვარე
ნეტავ მაკოცნინა მაგ შენს ბაგეზე და
მერე ჯანდაბისკენ გზასაც შევიყვარებ
ნეტავ მაკოცნინა მაგ შენს ბაგეზე და
მერე ჯანდაბისკენ გზასაც შევიყვარებ
ჩემო მზის სხივო და ჩემო თვალციმციმავ
შენზე ფიქრი ასე რატომ შემაყვარე
შენი ღიმილია გზას რომ ცისარტყელა
ასე მოედო და დარდსაც მიფერმკრთალებს
შენი ღიმილია გზას რომ ცისარტყელა
ასე მოედო და დარდსაც მიფერმკრთალებს
სახე მომიჩოჩე სუნთქვა რომ გავიგო
გულის რითმა ისევ რაღაც აგერია
გახსოვს გულები რომ ყველგან მიგახატე
ჩემი სიყვარული ყველგან დარჩენია
გახსოვს გულები რომ ყველგან მიგახატე
ჩემი სიყვარული ყველგან დარჩენია
*****
მოდი ყვავილები შენთვის გაიშალნენ
მინდა გაზაფხულმა შენთვის ამოხეთქოს
ახლა ისე მინდა გულში ჩაგიკრა და
რატომ არ მისრულებ ნატვრას ჩემო ღმერთო
ახლა ისე მინდა გულში ჩაგიკრა და
რატომ არ მისრულებ ნატვრას ჩემო ღმერთო