menu-iconlogo
huatong
huatong
Lời Bài Hát
Bản Ghi
ახლა უნებურად, ძლიერ მომენატრე,

ჩურჩულით ჩამესმის ტკბილი იავნანა,

შენი ღიმილი და შენი სურნელი,

როგორ მომენატრა ის სითბო ულევი,

დედი დარდ დაღვრილო, გულს არ გამიქრები,

დედი მიყვარხარ და დედი მენატრები

შენზე ვილოცებდე ღმერთს შევევედრები,

დიდხანს გიყურებდე ნუ დამიბერდები,

🎼🎵🎶🎵🎶🎵

ბნელი ღამეები, ფიქრში ნათენები,

თეთრი გვირილები შენგან ნაფერები,

ნეტავ ჩამიკრავდე გულში ჩემო დედი,

მე სულ მეფიქრები, მე სულ მახსენდები,

დედი დარდ დაღვრილო გულს არ გამიქრები,

დედი მიყვარხარ და დედი მენატრები,

შენზედ ვილოცებდე ღმერთს შევევედრები,

დიდხანს გიყურებდე, ნუ დამიბერდები

დედი დარდ დაღვრილო გულს არ გამიქრები,

დედი მიყვარხარ და დედი მენატრები,

შენზედ ვილოცებდე ღმერთს შევევედრები,

დიდხანს გიყურებდე, ნუ დამიბერდები

🎼🎵🎶🎹

ახლა უნებურად, ძლიერ მომენატრე,

ჩურჩულით ჩამესმის ტკბილი იავნანა...

BY N.G.💜

Nhiều Hơn Từ გიორგი გოგოლაური/ლადო დორღვანი

Xem tất cảlogo