menu-iconlogo
huatong
huatong
avatar

მე ვზივარ ნავში

ქართული - 33აhuatong
ბიჭია123huatong
Lời Bài Hát
Bản Ghi
მე ვზივარ ნავში და მივდივარ სახლში,

ღრუბელი ჩამოწყდა ცას,

ამბავი ციდან მოუყვა ზღვას,

მოვიდა წვიმა და ასველებს ნავს.

დიდი ხანია მინდა,

გავიგო რა არის წმინდა,

იფიქრე რამდენიც გინდა,

ვიჯექი ნავში და წვიმდა.

უსიყვარულოდ ცხოვრება ძნელია,

რასაცა გასცემ შენია,

თუ რამე რჩება ფულია,

რაც არა დაკარგულია.

დიდი ხანია მინდა,

მივხვდე რა არის წმინდა,

იფიქრე რამდენიც გინდა,

ვიჯექი ნავში და წვიმდა.

ნეტა ვინ წამიყვანს მე,

ვერ ვიძინებ დილამდე,

წამოდი ერთად ვიაროთ,

ქვეყანა შემოვიაროთ.

დიდი ხანია მინდა,

რომ მივხვდე რა არის წმინდა,

იფიქრე რამდენიც გინდა,

ვიჯექი ნავში და წვიმდა.

მე ვზივარ ნავში და მივდივარ სახლში,

ღრუბელი ჩამოწყდა ცას,

ამბავი ციდან მოუყვა ზღვას,

მოვიდა წვიმა და ასველებს ნავს.

Nhiều Hơn Từ ქართული - 33ა

Xem tất cảlogo