menu-iconlogo
huatong
huatong
avatar

რა სიმშვიდეა

მერაბ სეფაშვილიhuatong
ნინოგოგავაhuatong
Lời Bài Hát
Bản Ghi
რა სიმშვიდეა, ქალბატონო, რა სიმშვიდეა,

ნიავმა ისევ გადაფურცლა ძველი რვეული,

თითქოს შებრუნდა დრო და წლები უკან მიდიან,

მოგონებები მოფრინავენ სიზმარეული.

ის თქვენს ქუჩაზე დადიოდა სახით მწუხარით

და თოვლში მდგარი მხოლოდ თქვენზე ფიქრში თბებოდა,

სულ ერთი სიტყვა, სიტყვა მაინც რად არ უთხარით,

გეთქვათ და თუნდაც ჯოჯოხეთში წამოგყვებოდათ.

რა სიმშვიდეა

რა სიმშვიდეა

ახლა დაგნათით მილეული მთვარე თითბერის,

გობელენებზე მოიწყინეს თეთრამ ვარდებმა,

მთელი სამყარო იაფარება თოვლის ფიფქებით,

არც თქვენ და არც მას აღარავინ შეგიყვარდებათ.

ხომ არ შეგცივდათ, ქალბატონო, ხომ არ შეგცივდათ,

წინ ჯერ გზა გელით იქით, სადაც ზეცის კიდეა,

ჩამოდის თოვლი განუწყვეტლივ ბარდნის ზეციდან,

ჩამოდის თოვლი, იბინდება და სიმშვიდეა.

ხომ არ შეგცივდათ

ხომ არ შეგცივდათ

ხომ არ შეგცივდათ, ქალბატონო, ხომ არ შეგცივდათ,

წინ ჯერ გზა გელით იქით, სადაც ზეცის კიდეა,

ჩამოდის თოვლი განუწყვეტლივ ბარდნის ზეციდან,

ჩამოდის თოვლი, იბინდება და სიმშვიდეა.

ხომ არ შეგცივდათ

რა სიმშვიდეა

Nhiều Hơn Từ მერაბ სეფაშვილი

Xem tất cảlogo