ან რა მჭირს რამ დამასიზმრა
ეგ დარდიანა თვალები
ანდა რა ღმერთი გამიწყრა
ღამეო რომ აღარ გათენდი
ანდა რა ღმერთი გამიწყრა
ღამეო რომ აღარ გათენდი
სხვადასხვა გზებით წასულებს
სხვადასხვა დაგვაქვს ნაღველი
ხან ვამბობ უნდა გავჩუმდე
თუმცა ბევრია სათქმელი
ხან ვამბობ უნდა გავჩუმდე
თუმცა ბევრია სათქმელი
ხან ფიქრს შევუცვლი დინებას
ხანაც ვთვრები და ვიცინი
შენი ალერსი მინდება
შენი ბავშვური ტიტინი
შენი ალერსი მინდება
შენი ბავშვური ტიტინი
_____________
ჩემ მკერდზე როგორ არ გნახო
როგორ დავხუჭო თვალები
ან როგორ უნდა დამმარხო
ტიროდნენ სულ სხვა ქალები
ან როგორ უნდა დამმარხო
ტიროდნენ სულ სხვა ქალები
ან უნდა გადავიხვეწო
დაგპირდე აღარ შეგხვდები
სიკვდილზე ჯვარი ვიწერო
მოვკვდე არც ისე შემთხვევით
სიკვდილზე ჯვარი ვიწერო
მოვკვდე არც ისე შემთხვევით
არც მერე არ მოგასვენებ
ხშირ ხშირად დაგესიზმრები
ცრემლებით უნდა გათენდეს
გათენდეს ჩემი სიმღერით
ცრემლებით უნდა გათენდეს
გათენდეს ჩემი სიმღერით.
By Lata