menu-iconlogo
huatong
huatong
เนื้อเพลง
บันทึก
საყვარელო მამულო

შენს სიცოცხლეს ვფიცავარ

გულმა მხოლოდ შენი მზე

შენი მიწა იწამა

შენს გაზაფხულს ვუმღერი

შენს აპრილს და მაისებს

კალთას გადაგიკოცნი

უბეს ვარდით აგივსებ

მწარე იყო წარსული

რომ დღეისთვის გვეხარა

ჩემო ტკბილო მამულო

ჩემო კარგო ქვეყანა

აი ვის გამარჯვებას

და სიცოცხლეს ვინატრებ

მზეო უფრო გაბრწყინდი

მზეო უფრო ინათე

მიწა ბარაქიანი

ოქროს ფერი ყანები

საყვარელო მამულო

გკოცნი გეთაყვანები

საყვარელო მამულო

გკოცნი გეთაყვანები

ფეხზე წამომართულო

სააკაძის მახვილო

დროშავ თამარიანო

არასოდეს დახრილო

ბაზალეთის ტბის ძირში

დარწეულო აკვანო

მამულისთვის დამწვარო

გმირო მამა პაპანო

მწარე იყო წარსული

რომ დღეისთვის გვეხარა

ჩემო ტკბილო მამულო

ჩემო კარგო ქვეყანა

აი ვის გამარჯვებას

და სიცოცხლეს ვინატრებ

მზეო უფრო გაბრწყინდი

მზეო უფრო ინათე

მიწა ბარაქიანი

ოქროს ფერი ყანები

საყვარელო მამულო

გკოცნი გეთაყვანები

საყვარელო მამულო

გკოცნი გეთაყვანები

(დასასრული)

เพิ่มเติมจาก მაია ჯაბუა/მერაბ სეფაშვილი

ดูทั้งหมดlogo