menu-iconlogo
huatong
huatong
avatar

წვიმა მოვა

მაია ჯაბუაhuatong
✨Kosta🇬🇪Sings✨huatong
เนื้อเพลง
บันทึก
ზღვა იყო უცნაურად ლურჯი

და იყო უსასრულო ცა

ოცნება ინთებოდა სულში

მესმოდა მხოლოდ შენი ხმა

რამდენი სითბო იყო გულში

მეძახდა სიყვარულის გზა

ეს იყო ყველაფერი გუშინ

არ ვიცი რა იქნება ხვალ

ხვალ ალბათ წვიმა მოვა

და ჩუმად წაშლის ნაკვალევს

ხვალ ალბათ სულ სხვა მოვა

მოვა და თავს შემაყვარებს

წვიმა მოვა

მოვა და წაშლის ნაკვალევს

და ალბათ სულ სხვას შემაყვარებს

....

ხომ გახსოვს ყვავილების თოვა

და ზღვაში ჩაძირული მზე

მინდოდა ჩუმად რაღაც მეთქვა

და მაინც ვერ გითხარი შენ

სიჩუმეს ვერ უძლებდა გული

სიყვარულს ვერ უთმობდა სხვას

ეს იყო ყველაფერი გუშინ

არ ვიცი რა იქნება ხვალ

ხვალ ალბათ წვიმა მოვა

და ჩუმად წაშლის ნაკვალევს

ხვალ ალბათ სულ სხვა მოვა

მოვა და თავს შემაყვარებს

წვიმა მოვა

მოვა და წაშლის ნაკვალევს

და ალბათ სულ სხვას შემაყვარებს

....

უკვალოდ არაფერი ქრება

დრო რა უეცრად გავიდა

და თუმცა მოგონება რჩება

მე მაინც ვიწყებ თავიდან

....

ხვალ ალბათ წვიმა მოვა

და ჩუმად წაშლის ნაკვალევს

და ალბათ სულ სხვა მოვა

მოვა და თავს შემაყვარებს

წვიმა მოვა

მოვა და წაშლის ნაკვალევს

და ალბათ სულ სხვას შემაყვარებს

....

წვიმა მოვა

მოვა და წაშლის ნაკვალევს

და ალბათ სულ სხვას შემაყვარებს

เพิ่มเติมจาก მაია ჯაბუა

ดูทั้งหมดlogo